უკრაინაში ტყვეობიდან კიდევ 30 ადამიანი გაათავისუფლეს
ბოლო 24 საათის განმავლობაში ტყვეობიდან კიდევ 30 უკრაინელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ თავდაცვის და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა. მისი თქმით, გათავისუფლებულებს შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების 27 სამხედრო, ნაციონალური გვარდიის 2 მებრძოლი და 1 მესაზღვრე იყო.
შეგახსენებთ, რომ სულ ტყვეობიდან 1000 მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი იყო გათავისუფლებული.