ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება

ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება.
ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, სოფელ კონჭკათის ცენტრიდან-შრომა-ორმეთის დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება.
მერიის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს პირველი ეტაპის სამუშაოები – ეწყობა 2 610 მეტრი სიგრძის გზა და სანიაღვრე არხები; პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 099 978 ლარს შეადგენს მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია და საკრებულოს წევრები გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები