ძიუდოს ფედერაცია: მივესალმებით ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის გადაწყვეტილებას კარიერის პოლიტიკაში გაგრძელების თაობაზე

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია კარიერის პოლიტიკაში გაგრძელების თაობაზე ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

,,მივესალმებით ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის გადაწყვეტილებას კარიერის პოლიტიკაში გაგრძელების თაობაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ მისი ყოფნა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში დადებითად აისახება არა მხოლოდ ძიუდოს და სპორტის, არამედ ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე”,- წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების“ სამგორის ოლქის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები