ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ლიდერის აზერბაიჯანში ვიზიტი განიხილეს და სამომავლო შეხვედრა დააანონსეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა, – ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს გასულ კვირას აზერბაიჯანში ვიზიტის შთაბეჭდილებები გააცნო, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ პუტინს“, – აცხადებენ სომხეთის მთავრობის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, თანამოსაუბრეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ერთმანეთს სომხეთისა და რუსეთის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების განსახილველად შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები