ბრიტანელმა პოლიტიკოსმა ჟურნალისტს საკუთარი ინტიმური ფოტოები გაუგზავნა, შემდეგ კი საკუთარ თავს „სრული იდიოტი“ უწოდა
ბრიტანული პოლიტიკოსი, მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს წევრი ბრუქს ნიუმარკი თანამდებობიდან გადადგა და საკუთარ თავს „სრული იდიოტი“ უწოდა. ეს მოყვა სკანდალს, რომელშიც ნიუმარკი ცოტა ხნის წინ გაეხვა. კერძოდ, პოლიტიკოსმა გამოცემა „სანდეი მირორის“ერთ-ერთ ჟურნალისტს საკუთარი ინტიმური ფოტო გაუგზავნა, რის შემდეგ მისი სექსუალური ცხოვრება საზოგადოების განსჯის საგანი გახდა. ჟურნალისტი ინტერნეტში ეკონტაქტებოდა პოლიტიკოსს კონსერვატიული პარტიის აქტივისტის სახელით. „მე ვერავის დავადანაშაულებ, საკუთარი თავის გარდა. მე ტკივილი მივაყენე იმათ, ვინც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია“, – განაცხადა ნიუმარკმა. ნიუმარკმა ასევე სთხოვა პრესას მისი პირად ცხოვრებას პატივი სცენ. ბრუქს ნიუმარკს მეუღლე და 5 შვილი ჰყავს.