ოკუპირებულ აფხაზეთში საექსკურსიო ავტობუსი რიწის ტბისკენ მიმავალ გზაზე დაიწვა

ოკუპირებულ აფხაზეთში, საექსკურსიო ავტობუსი რიწის ტბისკენ მიმავალ გზაზე დაიწვა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია,- ინფორმაციას დე ფაქტო გაგრის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელი, დევიდ ბგანბა ავრცელებს.

ტურისტებმა და მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტობუსის დატოვება და საკუთარი ნივთების ამოღება მოახერხეს.

მძღოლის თქმით, ავტობუსის მოძრაობისას ძრავს პრობლემა შეექმნა და ცეცხლი მალევე გაუჩნდა, რის შედეგადაც ავტობუსი მთლიანად დაიწვა.

გავრცელებული ინფორმაციით, საექსკურსიო მომსახურებას ოკუპირებული აფხაზეთის საექსკურსიო ორგანიზაცია ახორციელებდა.

ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაშველების მიერ ხანძარი ლოკალიზებულია. რიწის ტბის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები