ტრაგედია ჰოლანდიაში – გიგანტურმა მანქანამ მაყურებლებს გადაუარა

ჰოლანდიაში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ქალაქ ჰააკსბერგენში გამართული ბაზრობის შემდეგ მოწყობილ შოუზე გიგანტურ ბორბლებზე შემდგარმა ავტომობილმა მაყურებელს გადაუარა.
შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, ორი მათგანი ბავშვია. დაშავებულია 18 ადგილობრივი. ქალაქის მერის განცხადებით, დაშავებულთაგან 6 კრიტიკულ მდგომარეობაშია.
შემთხვევის ადგილი ამ დრომდე გადაკეტილია. გამოძიების წინასწარი ვერსიით, წარმოდგენის ფარგლებში, რამდენიმე მანქანაზე გადავლის შემდეგ, ავტომობილის მძღოლმა მართვა დაკარგა და მაყურებელს შეეჯახა. მძღოლი უკვე დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები