აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინის თავდაცვის მინისტრს, უკრაინის სამხედრო ოპერაციების შესახებ ესაუბრა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან სატელეფონო საუბარი გამართა,- ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

„თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან, მან საბრძოლო მოქმედებების დინამიკა და უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციები განიხილა.

ოსტინმა და უმეროვმა ასევე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა განიხილეს, რათა უკრაინის გადაუდებელი სამხედრო მოთხოვნების მხარდაჭერა გააგრძელონ“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები