საქსტატი: 2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.3 პროცენტი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.3 პროცენტი შეადგინა.
უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 587.5 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ყაზახეთი – 446.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 407.2 მლნ. აშშ დოლარით.
მათივე ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 519.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 020.6 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 991.2 მლნ. აშშ დოლარით.