“ჩემი მთავარი მიზანი ისევ იქნება, რომ გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი” – ლაშა გურული

„ტრავმირებული ხელით ვემზადებოდი ერთი წელი, ერთი ხელით მოვემზადე. ჩათვალეთ, ნახევარი სხეული არ მქონდა და მეორე ნახევრით მივედი მესამე ადგილამდე. დღეს კიდევ უფრო დავინახე ფსიქოლოგიურად, დავინახე ფიზიკურად, რომ შემიძლია, გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი”, – ამის შესახებ  მოკრივე ლაშა გურულმა „ქრონიკასთან” ისაუბრა.

“ამ 4 წლის განმავლობაში გადავალ პროფესიონალურ კრივში. იქაც შევქმნი ჩემს კარიერას და პარალელურად, მონაწილეობას მივიღებ, სავარაუდოდ, მხოლოდ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე. ჩემი მთავარი მიზანი ისევ იქნება, რომ გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი. ამ გადმოსახედიდან, ასე მგონია, საბოლოო ჯამში ისევ ოლიმპიურ თამაშებს დავუმიზნებ“, – აღნიშნა ლაშა გურულმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები