„ოლიმპიადაზე ქართველების გამოსვლა წარუმატებლობით დაიწყო, ამასობაში გავიდა გრიგალაშვილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამან ჩვენს ხასიათზე იმოქმედა” – ლაშა გურული

„ოლიმპიადაზე ჩვენი ქართველების გამოსვლა წარუმატებლობით დაიწყო. ამასობაში გავიდა გრიგალაშვილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამან ჩვენს ხასიათზე იმოქმედა”, – ამის შესახებ ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანმა, ლაშა გურულმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

“შემდეგ უკვე გავიდა ბექაური და გაიმეორა თავისი მაგარი, დაწერილი ისტორია. ჩემი აზრით, ეს ყველაზე აისახა.

ჩემს თავს ერთადერთი ვუთხარი, უნდა მოვემზადო ისე, რომ ოლიმპიური თამაშების შემდეგ არ ვთქვა, შემეძლო უფრო მეტად მოვმზადებულიყავი. სწორ დროს სწორი ეტაპი უნდა გაიარო, რაც არის მომზადება და შემდეგ, როცა მზად ხარ, მერე ყველაზე მთავარია ფსიქოლოგია“, – აღნიშნა გურულმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები