კომპოზიტორი ნოდარ ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა
კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე და პიანისტი ნოდარ ნიკოლაიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში კომპოზიტორი მიხეილ ზაქარიაშვილი ავრცელებს.
„რატომ, ღმერთო, რატომ გამწირე, რამდენი მეგობარი დავკარგე არ გეცოდები? ნოდარ, ჩემო ძმაო, ჩემო უფროსო მეგობარო… მოვდივარ თბილისში, ვაიმე“…- წერს მიხეილ ზაქარიაშვილი და ფოტოს აქვეყნებს. ნოდარ ნიკოლაიშვილმა მე-2 მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა. სწავლობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. დიდ ორკესტრში უკრავდა. ამ ორკესტრის გამო რევაზ ლაღიძემ თავის კათედრაზე გადაიყვანა. შემდეგ კონსერვატორიაში ჩააბარა.
პირველი სიმღერა 1993 წელს დაწერა, რომელიც „ოთხმა გიამ“ შეასრულა. მის სიმღერებს ასრულებდნენ: ნუკრი კაპანაძე, თემურ წიკლაური, მერაბ სეფაშვილი, ტრიო „თბილისი“, ზურა კობეშავიძე და სხვები.
ბევრი ქართული სიმღერა ზურა გოშაძის ტექსტებზე შექმნა, ასევე – მაია მენთეშაშვილის და ია აბულაძის ტექსტებზე.