“ჩემი მთავარი ფორმულაა, არ დავნებდე და ბოლომდე ვიბრძოლო” – გენო პეტრიაშვილი
“როგორც ყველა ბავშვს, მეც მიყვარდა სპორტი, მონდომებული ბავშვი ვიყავი. სპორტულ ცხოვრებას თან ახლავს როგორც გამარჯვება, ისე დამარცხება, ამიტომ, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ”, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
“მზად ვართ ყველაფრისთვის, ახალი გამოწვევებისთვის. მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი სამშობლო და ეს ყველაფერი შერწყმულია ჩემს ხასიათში და ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია. ჩემი მთავარი ფორმულაა, არ დავნებდე და ბოლომდე ვიბრძოლო.“, – აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა.