“დაშნაკური დიასპორა ირაკლი ღარიბაშვილს თავს სააკიანის დავალებით დაესხა“
სოციალურ ქსელში გავრცელელებულ ვიდეოს, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილის მისვლის დროს არის გადაღებულ, მოსკოვში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ზაზა გაბედავა ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება. გაბედავა აქციის მონაწილეებს “დაშნაკურ დიასპორად“ მოიხსენიებს და მიიჩნევს, რომ მათ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მართავს.
“დაშნაკური დიასპორა თავს დაესხა ირაკლი ღარიბაშვილს სააკიანის დავალებით! ვინ მოკლა ნეტა ღარიბაშვალმა? აბა მითხარით დაშნაკებო, მე კი გეტყვით სააკიანმა დაშნაკმა გაანადგურა საქართველო. მალე მიიღეებთ ჩვენგან ძლიერ დარტყმებს!!!“- წერს ზაზა გაბედავა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეის 69-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილის მისვლის დროს არის გადაღებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრს იქ მცხოვრები ქართველები საპროტესტო აქციით დახვდნენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს.