რატომ ფიქრობს ირაკლი ალასანიას მეუღლე, რომ მისი ქმარი უსაყვარლესია
თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიჯიძე გადაცემა ID-ში გასულ მინისტრის ინტერვიუს აფასებს. როგორც მინისტრის მეუღლე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, გადაცემა ძალიან მოეწონა. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრს პირადი შინაარსის ინტერვიუები არ უყვარს, მაგრამ რადგან დათანხმდა, პასუხისმგებლობით ეკიდება და გულწრფელ პასუხებს იძლევა.
„ალას. ძალიან მომეწონა ეს გადაცემა, იმიტომ რომ ასეთია, თავის თავია და თავის თავი კიდევ ოქროსია, კარგიანია. პირადი შინაარსის ინტერვიუები ძაბავს, არ უყვარს, მაგრამ რადგან დათანხმდა, პასუხისმგებლიანია და გულწრფელ პასუხებს იძლევა, უსაყვარლესია მოკლედ, ჩემს თვალშიც და ისევ და ისევ ჩემი აზრით, – ობიექტურადაც. გთხოვთ რა. არ იფიქროთ ახლა, რომ იოლად ვებმები და რადგან ჩემზე კარგობები თქვა, ავვარდი და ისა“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.