საგამოძიებო მოქმედებების გამო, მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით შეჩერებულია

  მეტროსადგურში „ვაგზლის მოედანი – 2“, მამაკაცის გარდაცვალებით გამოწვეული საგამოძიებო მოქმედებების გამო, საბურთალოს ხაზი დროებით შეჩერებულია. ამის შესახებ დედაქალაქიის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. საბურთალოს ხაზის ფუნქციონირება საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე აღდგება. თბილისის მერია მოსახლეობას გადაადგილების მხრივ შექმნილი პრობლემის გამო ბოდიშს უხდის.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მეტროს სადგურ “ვაგზლის მოედანზე” მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე ახალგაზრდა მამაკაცი გვირაბში ჩავარდა და გარდაიცვალა. როგოც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები