რუსული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის რეგიონში სამი დასახლება დაიკავეს

უკრაინის ჯარებმა, რომლებიც 6 აგვისტოს შეიჭრნენ კურსკის ოლქის სუჯანსკის რაიონში, მოახერხეს სასაზღვრო ზონაში ფეხის მოკიდება, – ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ ტელეგრამ არხ “Rybar”-ზე ვრცელდება.

“მთლიანობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების 400-მდე სამხედრო მოსამსახურე შეიჭრა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე და კიდევ ორი ​​ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა კონცენტრირებული საზღვრის გასწვრივ”,- წერს “Rybar”-ი.

რუსული ტელეგრამ არხების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა დაიკავეს დასახლებები ნიკოლაევო-დარინო, დარინო და სვედრლიკოვო. უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ბრძოლა ასევე გრძელდება კურსკის ოლქის დასახლება გონჩაროვკასთან და ოლეშნესთან.

რუსული ტელეგრამ არხების ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ წინსვლას რუსეთის ტერიტორიის შიგნით, ქალაქ სუჯისკენ. ქალაქი, ფაქტობრივად, ევაკუირებულია.

ადგილობრივი ხელისუფლება და რუსეთის თავდაცვის უწყება კურსკში მიმდინარე ბრძოლებთან დაკავშირებით დეტალებს არ ავრცელებს.

„ოლქი გმირულად უწევს წინააღმდეგობას უკრაინელი ნაცისტების შეტევას და საგანგებო სიტუაციების სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ”,- აცხადებს კურსკის გუბერნატორი, ალექსეი სმირნოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები