საფრანგეთი ირანში მყოფ თანამოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ირანში მყოფ თანამოქალაქეებს ისლამური რესპუბლიკის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. ამის მიზეზად ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო ესკალაციის გაზრდილი რისკი სახელდება.

“ირანის მთელი ტერიტორია წითელ ზონაშია. რეგიონში სამხედრო ესკალაციის გაზრდილი რისკის გამო, ფრანგ ვიზიტორებს, რომლებიც ჯერ კიდევ ირანში იმყოფებიან, მოვუწოდებთ, რაც შეიძლება მალე დატოვონ ტერიტორია”,- წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.

მანამდე სახელმწიფო მათ სთხოვთ, გამოიჩინონ უდიდესი სიფხიზლე, თავი შეიკავონ ყოველგვარი დემონსტრაციებისგან და რეგულარულად გაიარონ კონსულტაცია საელჩოს ვებსაიტზე.

თუმცა, ირანის საჰაერო სივრცის მოულოდნელი დახურვის რისკებიდან გამომდინარე, ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობის გაზრდის შემთხვევაში, ირანში მცხოვრებ ფრანგებს აფრთხილებენ, გამოიჩინონ სიფხიზლე და მოუწოდებენ, რომ მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ საფრანგეთის ხელისუფლებასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები