პიტერ სიიარტო – ნავთობის ტრანზიტისთვის ხორვატია არასანდო პარტნიორია
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ ხორვატია ნავთობის არასანდო სატრანზიტო პარტნიორად გამოაცხადა.
სიიარტომ სოციალურ ქსელში განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ევროკომისიამ ბუდაპეშტს რეკომენდაცია მისცა, ნავთობის იმპორტი ხორვატიიდან განახორციელოს.
ევროკომისიის ანალიზი აჩვენებს, რომ ხორვატიულ JANAF Adriatic მილსადენზე არის საკმარისი სიმძლავრე იმისთვის, რომ უნგრეთსა და სლოვაკეთს უპრობლემოდ მიაწოდოს ნავთობი, რომელიც არ არის წარმოებული რუსეთიდან.
”ხორვატია უბრალოდ არ არის საიმედო სატრანზიტო ქვეყანა”, – თქვა სიიარტომ წინადადებაზე საპასუხოდ.
“ეს არასანდოა, რადგან ნავთობის ტრანზიტის ფასი ომის დაწყებიდან 5-ჯერ გაიზარდა საშუალო ბაზარზე, ეს არასანდოა, რადგან ხაზის გამტარუნარიანობის გაზრდისთვის საჭირო ინვესტიციები არ განხორციელებულა და მაქსიმალური სიმძლავრის შესახებ მოცემული მონაცემები ოფიციალურად არ დასტურდება“,- აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.