ისრაელმა წითელი ხაზი გადაკვეთა – “ჰეზბოლას” ლიდერი
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელები ახლა ბედნიერები არიან, მათ წითელი ხაზი გადაკვეთეს და ახლა უნდა ელოდონ გაბრაზებას და შურისძიებას,- ამის შესახებ რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა.
მისი თქმით, შუკრის მკვლელობა არ იყო პასუხი დრუზების ქალაქ მაჯდალ შამსზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე, რომლის დროსაც 12 ბავშვი დაიღუპა, არამედ ეს იყო ომის აქტი.
“ღია ბრძოლა ყველა ფრონტზეა”,- აღნიშნავს ნასრალა.