სამხრეთ ინდოეთში მეწყერს, სულ მცირე, 36 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ ინდოეთში მეწყერს, სულ მცირე, 36 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, მეწყერი კერალას შტატში ჩამოწვა, რომელმაც ასობით ადამიანი მოიყოლა.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 36 ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა.

ცნობისთვის, შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ, თუმცა სამაშველო სამუშაოებს ძლიერი წვიმა აფერხებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები