რუსეთის პატრიარქმა კირილმა პუტინი ალექსანდრე ნეველის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
რუსეთის პატრიარქმა კირილმა ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ნეველის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
როგორც რუსული მედია იტყობინება, ორდენი გადაეცემა პირებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სამშობლოს დაცვასა და კეთილდღეობაში, მასში მცხოვრებ ხალხებს შორის მშვიდობისა და ჰარმონიის განმტკიცებაში; ასევე, სახელმწიფოთაშორისი განვითარების საქმესა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საგარეო ურთიერთობებში.