დოკუმენტების გასაღების ფაქტზე, თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება–გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე, მევლუდ სერტი, ნას ადემი და ვურალ აბდურრაჰმანი დააკავა.
საგამოძიებოი სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა, დაამზადეს და მეწარმე სუბიექტზე გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, თითქოს მათ მეწარმეს მიაწოდეს 20 000 ლარის ღირებულების საქონელი. ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების სანაცვლოდ, ბრალდებულებმა დიდი ოდენობის თანხა აიღეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის II ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=xGa-oyoEQ1w” width=”560″ height=”315″]