უკრაინის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა

მთავრობაში მასშტაბური ცვლილებების ფარგლებში, დენის შმიგალმა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა,- ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

შმიგალმა განაცხადა, რომ მან გადადგომის შესახებ წერილი წარადგინა, რაც, მედიის ცნობით, ქვეყნის ისტორიაში ომის დროს მთავრობაში ყველაზე მასშტაბური ცვლილების ნაწილია.

„მადლობა ჩვენს დამცველებს, რომლებიც იბრძვიან ფრონტზე და იცავენ უკრაინას! მადლობა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობისთვის! მადლობა მთელ გუნდს დაუღალავი შრომისთვის ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ! დიდება უკრაინას!“, – წერს შმიგალი.

15 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იულია სვირიდენკოს კანდიდატურა წარადგინა.

ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, შმიგალი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2020 წლის მარტიდან იყო, უკრაინის ახალ თავდაცვის მინისტრად დაინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები