მექსიკაში, საწარმოში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში, ტეკილას საწარმოში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ხალისკოს შტატის სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ ჰიუგო როლდანი ავრცელებს.

მისი ცნობით, აფეთქება ქალაქ ტეკილაში, „ხოსე კუერვოს“ საწარმოს 500 000 ლიტრიან ავზში მოხდა.

კომპანიამ გარდაცვლილი თანამშრომლების რაოდენობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ აფეთქების შედეგად კიდევ რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა.

ინფორმაციისთვის, აფეთქების გამომწვევი მიზეზის დასადგენად შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები