დარტყმა იემენზე – ჰუსიტები ისრაელს ესკალაციით ემუქრებიან

იემენელი ჰუსიტები აპირებენ გაზარდონ სამხედრო ოპერაციები ისრაელის წინააღმდეგ ჰოდეიდას პორტში თავდასხმების საპასუხოდ. შესაბამისი განცხადება ჰუსიტების პოლიტსაბჭოს წევრმა მუჰამედ ალ-ბუხაიტმა შაბათს, 20 ივლისს გააკეთა.

„ისრაელის აგრესია იემენის წინააღმდეგ არ შეწყვეტს ჩვენს სამხედრო ოპერაციებს პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად, პირიქით, ისინი გაიზრდება მანამ, სანამ არ შეწყდება აგრესია ღაზას მიმართ. ჩვენ ესკალაციას ესკალაციითვე ვუპასუხებთ“, – წერს ალ-ბუხაიტმა სოციალურ ქსელ X-ში.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ თვითმფრინავებმა დარტყმები განახორციელეს იემენში, ჰოდეიდას პორტზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები