ახალი დეტალები კიწმარიშვილის საქმეში – „ჩემი ძმა მანქანაში მარტო არ იმყოფებოდა“

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. ქალაქის მთავარ სამმართველოში 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა კომპლექსური ბალისტიკური ექსპერტიზა, რომელიც გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ავტომანქანაში მიმდინარეობდა. დღვანდელი ექსპერტიზის შედეგად აღადგინეს სურათი, თუ რა მგდომარეობაში იყო ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე. ექსპერტიზა ე.წ. ვიზირების მეთოდით ჩატარდა, ექსპერტიზაში მონაწილეობდა პიროვნება, რომელიც პარამეტრებით ეროსი კიწმარიშვილს გავს. პიროვნება ჩასვევს ავტომობილში და მისი მეშვეობით განისაზღვარა, თუ რა ტრაექტორიით მოხდა ტყვიის გასროლა და რა მდგომარეობაში იყო ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე. ექსპერტიზის მიმდინარეობას გარდაცვლილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი ესწრებოდა. მისი ვააუდით, ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვალებამდე მარტო არ ყოფილა. „ძალიან მჭიდროდ იყო სკამზე გადაწოლილი, მიბჯენილი იყო მთლიანად ზურგით და თავით. ეს მაფიქრებინებს რაღაც სხვა ვითარებაზე, რომელიც იმ მომენტში შესაძლოა, ყოფილიყო. ვფიქრობ, მანქანაში იყო პიროვნება, რომელიც ქამრით, ან ღვედით, ან რაიმე სხვა საშუალებით უკნიდან ეწეოდა და ცდილობდა, რაც შეიძლებოდა ეკონტროლებინა და სხვადასხვა მოქმედება მოეხდინა “, – განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები