ლვოვში რადას ყოფილ დეპუტატს, ირინა ფარიონის ესროლეს
ლვოვში რადას ყოფილი დეპუტატი, ენათმეცნიერი ირინა ფარიონი დაჭრეს. ამის შესახებ პარტიის პრესმდივანმა, კრისტინა რავლიუკმა BBC-ს განუცხადა.
60 წლის ფარიონის ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარ სახლთან ესროლეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.
„უკრაინის ეროვნული პოლიციისა და SBU-ს ყველა საჭირო ძალა ჩართულია ამ დანაშაულის გარემოებების დადგენაში. ექიმები ირინა ფარიონის სიცოცხლისთვის იბრძვიან. ნებისმიერი ძალადობა მხოლოდ დასაგმობია და ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს“, – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ლვოვის საკრებულოს დეპუტატმა იგორ ზინკევიჩმა თქვა, რომ ფარიონის მეზობლებმა ეჭვმიტანილის დანახვა შეძლეს.