ტრამპმა და ერდოღანმა ტრამპის მკვლელობის მცდელობა და მისი შედეგები განიხილეს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა და მისი შედეგები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას დემოკრატიაზე თავდასხმა უწოდა.
ამასთან, ერდოღანმა შეაქო ტრამპის „მამაცური პასუხი” ინციდენტის შემდეგ და აღნიშნა, რომ მისი განრიგის შეუფერხებლად გაგრძელება დემოკრატიას აძლიერებს და ამერიკელი ხალხის ნდობას ასახავს.
აღსანიშნავია, რომ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები კეთილდღეობას მოუტანს ამერიკელ ხალხს და თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებს.