თამაშების ჩაწყობისთვის დაკავებული ერთ-ერთი მსაჯი დანაშაულს აღიარებს
საფეხბურთო თაღლითობისთვის დაკავებული ერთ-ერთი მსაჯი ზვიად ასკაროღლი დანაშაულს აღიარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზვიად ასკაროღლის მამამ გურამ ასკაროღლიმ განუცხადა. მისი თქმით, მის შვილს მეგობარმა დაურეკა და მეგობრის დავალება შეასრულა, თუმცა რის სანაცვლოდ, მისთვის უცნობია. ასკაროღლის მამის განცხადებით, ზვიად ასკაროღლი “ჩიხურა” – გორის “დილას” 22 სექტემბრის თამაშის ჩაწყობაში მონაწილეობდა. “ჩემი შვილი ამბობს, რომ დამნაშავეა და აღიარებს დანაშაულს. ამბობს, რომ მეგობარმა დამირეკაო და შეასრულა მეგობრის დავალება, ფული აიღო თუ არა, არ ვიცი, მეგობარმა რატომ დაურეკა და რა სთხოვა ზუსტად, ჩემთვის უცნობია. თუმცა, ეს ალბათ ყვითელ ბარათებს შეეხებოდა. საუბარია “ჩიხურა” – გორის “დილას” დუბლების 22 სექტემბრის თამაშზე“, – განაცხადა გურამ ასკაროღლიმ.