ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი – „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა.
კანონპროექტი პარლამენტის წევრების – არჩილ გორდულაძის და ირაკლი კირცხალიას საკანონმდელო ინიციატივით არის წარდგენილი.
ცვლილებები კანონმდებლობაში თამბაქოს ადგილობრივი წარმოების ლიცენზირებისადმი დაქვემდებარებას და ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის ჯარიმების შემოღებას ეხება.
პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს.
კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.