ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზადაა, ტრამპთან ითანამშრომლოს, თუ ის გაიმარჯვებს

უკრაინა მზადაა, ტრამპთან ითანამშრომლოს, თუ ის გაიმარჯვებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა მზად არის, იმუშაოს ყველასთან, ვინც გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, მათ შორის, დონალდ ტრამპთან.

„ბატონი დონალდ ტრამპი თუ გახდება პრეზიდენტი, მაშინ ჩვენ ვიმუშავებთ მასთან. მე ამის არ მეშინია“, – განაცხადა ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია აშშ-ში მიმდინარე მოვლენებით, რადგან ვაშინგტონში „პოლიტიკურმა ტურბულენტობამ”, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს უკრაინის დახმარებაზე.

„ჩვენ ვიბრუნებთ თავდაჯერებულობას, რადგან იარაღის შემოსვლა დაიწყო, მაგრამ მოწოდება უნდა დაჩქარდეს.

ჩვენმა ჯარისკაცებმა უნდა ისწავლონ იარაღის გამოყენება. ისინი ვარჯიშობენ საზღვარგარეთ და ამას დრო სჭირდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები