უგულავასა და კეზერაშვილის პროცესი 3 ოქტომბერს განახლდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში რიყის ტერიტორიისა და “ტელეიმედის” გასხვისების საქმეზე გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი 3 ოქტომბერს, 13.00 საათზე განახლდება.
პროკურორ კახაბერ მურადაშვილის განცხადებით, პროცესზე “თბილსერვისჯგუფის” ყოფილი დირექტორი თორნიკე შიოლაშვილი დაიკითხა, რომელმაც განმარტა, რომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დავალებით „თბილსერვისჯგუფში“ ფიქტიური განყოფილება შეიქმნა, რომელიც მოქალაქეებს ასაქმებდა იმ მიზნით, რომ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს მიეღოთ ხელფასები, არა როგორც სამსახურში საქმიანობისთვის, არამედ წინასაარჩევნო აგიტაციებისთვის.
დღევანდელ პროცესს ბრალდებული გიგი უგულავაც ესწრებოდა.