ბაიდენმა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სიტემების გადაცემა დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტმა ნატოს საიუბილეო სამიტის გახსნაზე უკრაინისთვის ხუთი ახალი სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემა დააანონსა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კიევში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე მიტანილი სარაკეტო იერიში.

„დღეს მე ვაცხადებ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის ისტორიულ დონაციას. შეერთებული შტატები, გერმანია, ნიდერლანდები, რუმინეთი და იტალია უკრაინას დამატებით სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობას მიაწვდიან. უახლოეს თვეებში კი შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები აპირებენ, უკრაინას ათეულობით დამატებითი ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის სისტემით მიაწოდონ“, – განაცხადა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები