თაღლითობაში ბრალდებული მსაჯების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება
დაცვის მხარის განცხადებით, საფეხბურთო თაღლითობაში ბრალდებული მსაჯების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. მსაჯების ადვოკატებს ბრალდების მხარემ ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ გვიან ღამით საგამოძიებო მასალები გადასცა. ადვოკატები აცხადებენ, რომ საგამოძიებო მასალები დიდი მოცულობისაა და მათ გაცნობას გარკვეული დრო დასჭირდება. საფეხბურთო თაღლითობაში ბრალდებულმა მსაჯებმა, სამსაჯო განყოფილების გადაწყვეტილებით, სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღეს და სპორტში საქმიანობა აეკრძალათ.