ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პიროვნება დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მუხრან ქურდაძემ, თამაზ სახურიამ, ოთარ ჩოგოვაძემ და მერაბ გვენეტაძემ დაამზადეს და მეწარმე სუბიექტზე გაასაღეს ყალბი სასაქონლო ზედნადები, თითქოს მეწარმეს მიაწოდეს დიდი ოდენობით დამუშავებული ხის მასალა. ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების სანაცვლოდ დაკავებულებმა 11 400 ლარი აიღეს. დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები