“უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება, რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს“ – ბორელი
უკრაინაში ბავშვთა საავადმყოფოზე რუსეთის თავდასხმას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმიანება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.
როგორც ის წერს, უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება.
“რუსეთი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას აგრძელებს. დღევანდელი საჰაერო თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, კიევის ყველაზე დიდი ბავშვთა საავადმყოფო – „ოხმატდიტი“ განადგურდა. უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. რუსეთის ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი ყველა პირი პასუხს აგებს“, – წერს ბორელი.