“ჩვენ გავაძლიერებთ მხარდაჭერას ყველა იმ სფეროში, რაშიც თქვენ დახმარება გჭირდებათ” – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინაშია

დიდი ბრიტანეთის ახალი მთავრობა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ახალი მინისტრი ოდესაში ჩავიდა. ჯონ ჰილი ქვეყნის პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს შეხვდა.

“დიდმა ბრიტანეთმა აიღო ვალდებულება, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება. მეტიც, ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაძლიერებთ. უკრაინა და თქვენდამი ვალდებულებები რომ პრიორიტეტია, ამას ადასტურებს იმ ფაქტიც, რომ ჩემი მუშაობის მეორე დღესვე უკრაინაში ჩამოვედი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს პირადად მეთქვა. ჩვენ გავაძლიერებთ მხარდაჭერას ყველა იმ სფეროში, რაშიც თქვენ დახმარება გჭირდებათ”, – მიმართა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები