ოლაფ შოლცი: ვიქტორ ორბანი პუტინს სტუმრობს როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება.

„ვიქტორ ორბანი პუტინს სტუმრობს როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. საგარეო პოლიტიკაში ევროპული საბჭოს წარმომადგენელი შარლ მიშელია.

ევროკავშირის პოზიცია ძალიან ნათელია, ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ომს.

უკრაინას შეუძლია ჩვენი მხარდამჭერის იმედი ჰქონდეს“, – წერს შოლცი.

ინფორმაციისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში დღეს ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები