“მიუხედავად მეტოქეობისა, ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის კარგი იყო” – ნუგზარ წურწუმიას მისი მთავარი მოწინააღმდეგე ემშვიდობება

ძალიან დამამწუხრა ჩემი მეტოქის, ქართველი მოჭიდავის, ნუგზარ წურწუმიას გარდაცვალებამ. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეები ვართ, ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის კარგი იყო, – ამის შესახებ აზერბაიჯანელმა მოჭიდავემ ელდენიზ აზიზლიმ Idman.biz-ს მეტოქის გარდაცვალების შემდეგ განუცხადა.

აზიზლის თქმით, ის და მსოფლიო ჩემპიონი ხალიჩიდან მეგობრობდნენ.

“მე და წურწუმია მრავალი წელი ვიყავით მეტოქეები, მაგრამ გარეთ ვმეგობრობდით. ბოლოს 20 დღის წინ შევხვდით, ვისაუბრეთ და ვიხუმრეთ. წელს ცოტა გაუჭირდა ნუგზარს, დედა კიბოთი გარდაეცვალა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ 7 წლის ასაკში, მისი პატარა ძმა მარტო დარჩა.

წურწუმია ჩემი ქალიშვილის საყვარელი მოჭიდავე იყო“,- ამბობს აზიზლი უცხოურ მედიასთან საუბრისას.

ინფორმაციისთვის, ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია, ხობში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები