ისრაელში „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა

ჩრდილოეთ ისრაელში „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო იერიშის შედეგად ხანძარი ისრაელის ჩრდილოეთში, სულ მცირე 10 ლოკაციაზე გაჩნდა.

მეხანძრეები ცეცხლის კერებს ამ დრომდე ებრძვიან.

ინფორმაციისთვის, დღეს, რამდენიმე საათის წინ, „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით 200 რაკეტა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონები გაუშვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები