ქარიშხალი “ბერილი” მექსიკისკენ მიემართება

მაშ შემდეგ, რაც ქარიშხალმა “ბერილმა” იამაიკას გადაუარა, ის მექსიკისკენ, კაიმანის კუნძულებისკენ მიემართება, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქარიშხალმა მექსიკისკენ გეზი დღეს აიღო.

მანამდე კი, იამაიკაზე საცხოვრებელი სახლები, ფერმები, ელექტროგადამცემი ბოძები და სხვა ინფრასტრუქტურა გაანადგურა, გამოიწვია ნგრევა და წყალდიდობა.

ამასთან, ძლიერი ქარიშხლის გამო იამაიკაზე დაიღუპა 9 ადამიანი – ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

ინფორმაციისთვის, იამაიკამდე, ქარიშხალმა კარიბის ზღვის პატარა კუნძულებზე გაიარა და მათ დიდი ზიანი მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები