რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობამ სამართლებრივი კლასიფიკაცია შეიცვალა და ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სლოვაკეთის გენერალურ პროკურორ მაროშ ჟილინკაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სლოვაკეთის გენერალური პროკურორი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს ბრალდებულს ეცნობა იმ ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ, რისთვისაც მას ბრალი წაუყენეს.

„მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პრემიერ მინისტრზე განხორციელებული მკვლელობის მცდელობის საკითხზე, დევნის მოქმედების სამართლებრივი კლასიფიკაცია შეიცვალა, ის იქნება კვალიფიცირებული, როგორც ტერორისტული თავდასხმის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“, – წერს მაროშ ჟილინკა.

თუ ბრალდებები დადასტურდება, დაკავებულს სლოვაკეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით, ახალი კლასიფიკაციით სამუდამო პატიმრობა ემუქრება. მანამდე მას 25 წლით ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.

ინფორმაციისთვის, რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს მოხდა. თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებულია 71 წლის იურაი ცინტულა, რომელმაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ახლო მანძილიდან ოთხჯერ ესროლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები