„ჰეზბოლას“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით 200 რაკეტა გაუშვეს

„ჰეზბოლას“ განცხადებით, ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით 200 რაკეტა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონები გაუშვეს.

მათივე ცნობით, სარაკეტო თავდასხმა გუშინ, ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად უფროსი მეთაურის, მუჰამედ ნასერის დაღუპვაზე პასუხს წარმოადგენს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავდასხმის საპასუხოდ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ რამდენიმე სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურა.

ინფორმაციისთვის, „ჰეზბოლას“ ერთი ყველაზე უფროსი მეთაური, მუჰამედ ნასერის, კონფლიქტის დროს სამხრეთ ლიბანში, ქალაქ ტირის მახლობლად დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები