ვლადიმერ პუტინი: მულტიპოლარული სამყარო რეალობად იქცა

მულტიპოლარული სამყარო რეალობად იქცა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„დღევანდელ პირობებში, როდესაც მსოფლიოში სწრაფი და შეუქცევადი ცვლილებები მიმდინარეობს, საერთაშორისო საქმეებში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის აქტიური პოზიცია ნამდვილად მოთხოვნადია.

მულტიპოლარული სამყარო რეალობად იქცა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და BRICS-ი ახალი მსოფლიო წესრიგის მთავარ საყრდენებს წარმოადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები