საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას 2.2 მილიარდი დოლარი გამოუყო

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას გაფართოებული დაფინანსების ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში 2.2 მილიარდი დოლარი გამოუყო, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, თანხები გამოყენებული იქნება სახელმწიფო ხარჯების დასაფინანსებლად, მათ შორის საჯარო მოხელეების ხელფასების ჩათვლით – ექიმებისა და მასწავლებლებისთვის.

ინფორმაციისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაფინანსებაზე მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც უკრაინამ EFF-ის მეოთხე რევიზია დაასრულა, რომელიც 31 მაისიდან მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები