კალიფორნიაში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო 25 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

კალიფორნიაში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო 25 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხანძარი ოროვილის დასახლების სიახლოვეს, ტყის მასივებზეა გავრცელებული და ამ დროისთვის 1200-ზე მეტი ჰექტარის ფართობი აქვს მოცული.

კლიმატოლოგები სტიქიის კიდევ უფრო გამწვავებას პროგნოზირებენ – რეგიონში ძლიერი გვალვა და ცეცხლის ძალიან ბევრი კერაა.

აღსანიშნავია, რომ ოროვილში სტიქია შეკავებული და ლოკალიზებულია.
ამ ეტაპზე, მეხანძრეები ცდილობენ, ცეცხლს ჩრდილოეთით გავრცელების საშუალება არ მისცენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები