ბელარუსი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი გახდა

ბელარუსი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი გახდა, ასტანაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი სწორედ ბელარუსის მიღების შესახებ დოკუმენტების ხელმოწერით დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, განცხადება ამ საკითხზე, სამიტზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა გააკეთა.

„ძვირფასო სახელმწიფოს მეთაურებო, მიღებულია გადაწყვეტილება ბელარუსის რესპუბლიკის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრობის შესახებ“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

ინფორმაციისთვის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ასტანაში 3 და 4 ივლისს იმართება.

სამიტის მონაწილეები 24 ერთობლივი დოკუმენტის პაკეტის ხელმოწერას, ასევე საბოლოო დეკლარაციისა და განცხადების მიღებას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები