ბალკანეთის რეგიონში შტორმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა

ბალკანეთის რეგიონში შტორმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულთაგან ერთ-ერთი მონტენეგროს სანაპირო დასახლება ჩანში მშენებლობაზე დაიღუპა – როგორც ადგილობრივები განმარტავენ, ძლიერმა ქარმა სამშენებლო ამწე ჩამოაგდო.

არსებული ინფორმაციით, მეორე პირი ქალაქ ლუსტიკაში მეხის დაცემას ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი იყო სლოვენიაში, ხორვატიაში, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და სერბეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები