თურქეთში ტურისტული ავტობუსი ხიდის მოაჯირს შეეჯახა – ავარიას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში ტურისტული ავტობუსი ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ავტობუსის მძღოლი დაიღუპა, 20 ტურისტი კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულთა შორის 16 რუსეთის, ხოლო 4 ბელარუსის მოქალაქეა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მიკროავტობუსი სასტუმროდან აეროპორტის მიმართულებით მიემართებოდა. ავტობუსი გზისპირა ბარიერს და ხიდის მოაჯირს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის, ჯანდაცვის და ანტალიის მეტროპოლიტენის მუნიციპალიტეტის სახანძრო ბრიგადა გაიგზავნა.

დაშავებული ტურისტები პირველადი დახმარების შემდეგ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები